იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი


სამეცნიერო-კვლევითი დეპარტამენტი
დ ე ბ უ ლ ე ბ ა

დამტკიცებულია წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე

ოქმი N8, 25 აპრილი, 2007 წ.


წარმომადგენლობითი საბჭოს
სპიკერი, პროფესორი                   /ნუნუ გელდიაშვილი/



თ ე ლ ა ვ ი
2 0 0 9

სამეცნიერო-კვლევითი დეპარტამენტი

        სამეცნიერო-კვლევითი დეპარტამენტი (შემდგომში დეპარტამენტი) უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულია. იგი თავის საქმიანობას წარმართავს "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და მოცემული დებულების მოთხოვნების შესაბამისად.
       დეპარტამენტის ამოცანაა, ხელი შეუწყოს კვლევითი საქმიანობის სწორად განვითარებასა და სამეცნიერო პოტენციალის გაზრდას.
       დეპარტამენტი:

       დეპარტამენტი ექვემდებარება უნივერსიტეტის რექტორს. დეპარტამენტის ხელმძღვანელს ნიშნავს რექტორი. ხელმძღვანელი შეიძლება იყოს პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.
       სამუშაოს მოცულობიდან გამომდინარე, დეპარტამენტის სტრუქტურას, შტატებს, ხელფასებს განსაზღვრავს რექტორი და ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

ცვლილებები და დამატებები:

       დეპარტამენტს უფლება აქვს, უნივერსიტეტის კვლევითი საქმიანობის უკეთ წარმართვისა და სამეცნიერო პოტენციალის გაზრდის მიზნით, აკადემიურ საბჭოს მიმართოს თხოვნით მეცნიერ-თანამშრომლის შტატის შემოღების თაობაზე;
       მეცნიერ-თანამშრომლის უფლება-მოვალეობებს არეგულირებს სამეცნიერო-კვლევითი დეპარტამენტის დებულება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა, უნივერსიტეტის წესდება და შინაგანაწესი;
       მეცნიერ-თანამშრომლის ძირითადი მოვალეობაა უნივერსიტეტის კვლევითი მიმართულებისთვის ხელშეწყობა, რასაც იგი ახორციელებს სამეცნიერო პროექტების მომზადებითა და სხვა სამეცნიერო საქმიანობაში აქტიური ჩართვით;
       მეცნიერ-თანამშრომელს უფლება აქვს, უნივერსიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში საათობრივი ანაზღაურების წესით;
       სამეცნიერო პროექტის მოუმზადებლობა ან დაუფინანსებლობა, სხვა პირობებთან ერთად, არის მეცნიერ-თანამშრომელთან ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი.